მთის კვალი

მთის კვალი — ფესვები, რომლებიც გზას გიჩვენებს.

ზომა
სამაჯურის ტიპიყავისფერი ტყავი
ვერცხლის ნაწილის ზომა

შეკვეთა ხდება პირადი შეთანხმებით. მოგვწერე და ერთად შევარჩევთ ზომას, მასალას და მიწოდების დეტალებს.

ნამუშევრის ამბავი

„მთის კვალი“ ქართულ მთასთან, ფესვებთან და წინაპართა კვალთან კავშირს ატარებს. მისი მთავარი სიმბოლოც ბოლნისის ჯვარია — უძველესი ქართული ქრისტიანული ნიშანი, რომლის გაშლილი ფორმა სიმშვიდესა და ძალას ერთდროულად გამოხატავს. ეს არის გზა, რომელიც ადამიანს თავის საწყისთან აბრუნებს — კვალი, რომელიც არ იკარგება, რადგან ის მიწაში, მეხსიერებაში და რწმენაში რჩება. ტყავი ან კაუჩუკი ქმნის გამძლე ყოველდღიურ ფორმას, ვერცხლი სიწმინდეს უსვამს ხაზს, ხე კი ბუნებასთან და მიწასთან კავშირს აძლიერებს. შიგნით მოთავსებული ფსალმუნი სამაჯურს პირად სულიერ მნიშვნელობას აძლევს.

დეტალები

მასალა
ვერცხლი და ხე
სამაგრი
ტყავი ან კაუჩუკი
ზომა
პატარა / საშუალო / დიდი / ინდივიდუალური
დამზადება
ხელით დამზადებული
სტილი
ქართული მთის შთაგონებით
შეკვეთა
Messenger / Instagram

ტყავი თუ კაუჩუკი?

ტყავი

ბუნებრივი, თბილი და ღირსეული მასალაა. დროთა განმავლობაში იძენს ინდივიდუალურ ხასიათს და განსაკუთრებით უხდება კლასიკურ, მშვიდ და პრემიუმ სტილს.

კაუჩუკი

გამძლე, პრაქტიკული და ყოველდღიური ტარებისთვის კომფორტული მასალაა. სამაჯურს უფრო თანამედროვე, მკაცრ და აქტიურ ხასიათს აძლევს.

ზომის შერჩევაში დაგეხმარებით

თუ ზუსტად არ იცი რომელი ზომა გჭირდება, მოგვწერე მაჯის ზომა სანტიმეტრებში და სწორ ვარიანტს ერთად შევარჩევთ.

ზომების ნახვა